weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

ახტირკაში უკრაინის სამხედრო ნაწილის დაბომბის შედეგად სულ მცირე 70 ჯარისკაცი დაიღუპა 

10:20 სამშაბათი, 01 მარტი 2022

უკრაინის ქალაქ ახტირკაში სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსმა, დმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა. მაშველები საძიებრო სამუშაოებს აგრძელებენ და შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს. 

„გუშინ სამხედრო ნაწილი მოწინააღმდეგის არტილერიამ დაბომბა. ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. ბევრი დაღუპულია. 70 უკრაინელი ჯარისკაცისთვის სასაფლაოზე ადგილებს ამზადებენ“, – დაწერა ჟივიცკიმ Facebook-ში.

მისივე თქმით, დაღუპულები არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 

ჟივიცკის ინფორმაციით, ქალაქში ბევრი რუსი ჯარისკაცის ცხედარი ნახეს და მათ გადასვენებაზე წითელი ჯვარი მუშაობს. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სუმის ოლქს უკრაინული მხარე აკონტროლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]